ცნობა ჩვენი და საქართველოს გარდაცვალების შესახებ ცოტათი გაზვიადებულია - ცერცვაძის პასუხი გურულს

გამოქვეყნდა:

ცნობა ჩვენი და საქართველოს გარდაცვალების შესახებ ცოტათი გაზვიადებულია და თქვენს ოცნებას ასრულება არ უწერია - ამ სიტყვებით მიმართავს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმს, ზურაბ გურულს.

ცერცვაძე ვრცელ მიმართვას ავრცელებს, სადაც ის გურული სატელევიზიო განცხადებებს, კონკრეტულად კი იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც გურული ამბობს, რომ:

"1.არ არის სწორი, როცა ქვეყნის მთავრობას „ჯერ ცაში აჰყავს მუშკეტერებად წოდებული ექიმები, ხოლო შემდეგ მიწაში მარხავს მათ“.

2.ვინმე რომ ამბობს, რომ საქართველოს უკეთესი შედეგები აქვს COVID-19-ის მართვაში, ვიდრე ამერიკას, ისრაელს, ბრიტანეთს და ა.შ. ეს არ უნდა დაიჯერო, რადგან სწორედ ამ თვითკმაყოფილებამ მიიყვანა საქართველო იქამდე, სადაც ის დღეს არის".

ცერცვაძე გურულს ტყუილში ადანაშაულებს და წერს:

თუ ბ-ნ გურულს დავუჯერებთ, ჩვენ (მე, ამირანი და პაატა) უკვე დამარხულები ვართ, ხოლო საქართველოში COVID-19-ის კუთხით რაღაც საშინელება ხდება. ორი დიდი ტყუილი. ეს თქვენ გინდათ, რომ ასე იყოს ბატონო ზურაბ! „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“. საიდან ამდენი ღვარძლი და ბოღმა? ასე რამ გაგამწარათ?

ბატონო ზურაბ! ვინ მოგახსენათ, რომ ჩვენ მიწაში დაგვმარხეს. ვინ დაგვმარხა - თქვენ და თქვენმა ერთი მუჭა „ჰეითერებისგან“ შემდგარმა საძმომ? თუ პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ტელევიზიებმა? თუ სინამდვილეში გარკვევა გაინტერესებთ, გთავაზობთ როცა თბილისში იქნებით, ერთად გავიაროთ თბილისის ქუჩებში და დარწმუნდებით, ვინ არის დამარხული და ვინ მიწის ზემოთ. ასევე, გთავაზობთ შევხვდეთ აკადემიურ დებატებში ან ავადმყოფის საწოლთან და იქ გავარკვიოთ ვინ ვინ არის" წერს თენგიზ ცერცვაძე.

მიმართვა სრულად

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი