სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში საგანგაშო ეპიდ სიტუაციაა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ორსანტიაში, ამბასაძეების უბანში ეპიდემიოლოგებმა მოსახლეობის კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება დაიწყეს.
გაიტესტა 51 ადამიანი, აქედან 11 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამი ადამიანი რუხის კოვიდ კლინიკაშია მოთავსებული. ასევე კორონავირუსი ინფიცირებულების ოჯახის წევრებსაც დაუდასტურდათ. სოფელში ამ დრომდე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
ავტორი: ემა გოგოხია