დათა პაპას მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

გამოქვეყნდა:

დათა პაპას მეუღლის, ვალია ვანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ვალია ვანიშვილის მისი შვილი, ნანა ვანიშვილი უვლის. ამ დროისთვის ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან და არ იციან როდის დაატოვებინებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ტერიტორიას.

ნანა ვანიშვილის თქმით, მათთან მისულები იყვნენ ოსი ექიმები, რომლებმაც ვალია ვანიშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. საჭირო მედიკამენტებითა და პროდუქტებით კი მათ სამოქალაქო აქტივისტები ეხმარებიან. დღეს ხურვალეთში ჩავიდა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც.

ოკუპაციასთან, შიშველი ხელებით ბრძოლის სიმბოლო, დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი