რუსთავში, მაჩაბლის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. "მთავარის" ინფორმაციით, დაჭრილი რუსთავის საკრებულოს წევრია. დაშავებული კლინიკა "რუსთავშია" გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი.