გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

გამოქვეყნდა:

გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე, 6 აპრილს დაკრძალავენ. ცნობილი ხდება, რომ საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალვა სწორედ ქართველი კლასიკოსის სურვილი იყო, რადგან იქ მისი შვილის, ირაკლი დოჩანაშვილის საფლავია, რომელიც 1990 წელს, 22 წლის ასაკში დაიღუპა.

"მთავარი არხის" ვებგვერდს თბილისის მერიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ თბილისის მერიამ და პრემიერის აპარატმა, დოჩანაშვილის ოჯახს მისი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა შესთავაზა, თუმცა ოჯახმა მწერლის ანდერძის შესრულება ამჯობინა.

დიდი ქართველი მწერალი,  ჩვენი დროის კლასიკოსი გურამ დოჩანაშვილი თბილისში, 1939 წლის 26 მარტს დაიბადა. ის 82 წლის ასაკში, 3 აპრილს გარდაიცვალა

გურამ დოჩანაშვილი სამებაში გადაასვენეს და სწორედ იქ შედგება მისი სამოქალაქო პანაშვიდი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი