ქართველი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი გარდაცივალა. ის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" გუშინ გადაიყვანეს.
მწერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და მართვით სუნთქვზე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
გურამ დოჩანაშვილს 26 მარტს 82 წლის გახდა.
გურამ დოჩანაშვილი ავტორია ნაწარმოებებისა, როგორიცაა "სამოსელი პირველი", "ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები", "კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" და სხვა. მან ბოლო წიგნი "ბრმადყოფილზე. და..." 2015 წელს გამოსცა.
მწერალს "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" მიღებული აქვს პრემია "საბა", ის იყო თბილისის საპატიო მოქალაქე და მიღებული აქვს სხვა არაერთი ჯილდო.