გურამ დოჩანაშვილის ცხედარი, ცოტა ხნის წინ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. ქართველ კლასიკოსს 6 აპრილს დაკრძალავენ.
დიდი ქართველი მწერალი, ჩვენი დროის კლასიკოსი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ბოლო რამდენიმე დღე, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, "ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდნენ. ორი დრის წინ კი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ის 3 აპრილს გარდაიცვალა.
გურამ დოჩანაშვილი თბილისში, 1939 წლის 26 მარტს დაიბადა.