გურამ დოჩანაშვილი: დიდი კანუდოსელი - თეა ადეიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

რამდენიმე დღის წინ საქართველო სამების ტაძრიდან სამუდამოდ დაემშვიდობა მუსიკოსს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ხალხური სიმღერების შეკრებასა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებაში - ანსამბლ "რუსთავის" დამფუძნებელს, ანზორ ერქომაიშვილს. ახლა კი იმავე ადგილიდან, სამების ტაძრიდან საზოგადოება ემშვიდობება დიდ ქართველ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს, რომელმაც გარდაცვალებამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე დაასრულა თავის უკანასკნელი რომანი.

გურამ დოჩანაშვილი ძალიან თავმდაბალი და მორცხვი ადამიანი იყო, რომლისთვისაც საშინელი დისკომფორტი იყო კამერასთან ურთიერთობა, ამიტომ ჟურნალისტებს ყოველთვის თავს არიდებდა. მასთან ინტერვიუს ჩაწერა ურთულესი ამოცანა იყო. სამაგიეროდ, ძალიან უყვარდა და ახარებდა მკითხველთან, სტუდენტებთან და ბავშვებთან ლაპარაკი. ჩვენმა ჟურნალისტებმა ორჯერ მოახერხეს მასთან ვრცლად, კამერის თანდასწრებით საუბარი და ორივეჯერ სწორედ ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრების წყალობით - ასეთი შეხვედრები მწერალს იმდენად ახარებდა, ისეთ ეიფორიას გვრიდა, რომ ამ ემოციების ფონზე ინტერვიუს ჩაწერასაც კი თანხმდებოდა.

დიდი ქართველი მწერალი, ჩვენი დროის კლასიკოსი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ბოლო რამდენიმე დღე, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, "ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდნენ. ორი დრის წინ კი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ის 3 აპრილს გარდაიცვალა.  დოჩანაშვილი სამების საკათდრო ტაძარში გადასვენეს, მას 6 აპრილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი