დღევანდელი, 5 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 822 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ხოლო 425 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 131 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 106 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,8 მილიონზე მეტი.