შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიურ სურათზე იქნება დამოკიდებული - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ჯერჯერობით მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა არ არის, თუმცა ვითარება საყურადღებოა და არსებულ რეგულაციების გამკაცრება უცილებელია.

თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემთხვევების მატება თვალსაჩინოა და დადებითობის მაჩვენებლი ზღვრულ 2%-ს უახლოვდება.

"რაც შეეხება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პასუხი დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ სურათზე, მაგრამ ჯერჯერობით ის შეზღუდვები, რომელიც ძალაშია, საკმაოდ კარგი პოტენციალის მატარებელია, მთავარია აღსრულება. დღეს ორმხრივია ეს პასუხისმგებლობა, როგორც მოქალაქის, ასევე მაკონტროლებლის დონეზე. მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ დაწესებული შეზღუდვები არ დაირღვეს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი შეზღუდვების და ფართომასშტაბიანი შეზღუდვების აუცილებლობა", - თქვა გაბუნიამ.

მისივე თქმით, წესები თუ არ დაირღვევა, "არ დაგვჭირდება ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არც 15 აპრილიდან და არც წინასააღდგომოდ".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი