ჩინურ ვაქცინაში გადახდილი 2 მილიონი - "სინოფარმი" ჯანმოს ჯერ არ უღიარებია 

გამოქვეყნდა:

საქართველოს ხელისუფლებამ ჩინური წარმოების სინოფარმის 100 ათასი დოზა იმაზე ადრე შეიძინა, ვიდრე ამ პრეპარატის სანდოობაზე გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიღებს. დასკვნაჯერ კიდევ მარტის ბოლოს უნდა ყოფილიყო, თუმცა ამერიკელ სპეციალისტებს კითხვები გაუჩნდათ და დამატებითი მონაცემები მოითხოვეს მწარმოებელი კომპანიისგან. 

ჩინური სინოფარმის თითო დოზის ფასი ასტრაზენაკასთან და ფაიზერთან შედარებით საკმაოდ მაღალია და 18-20 დოლარი ღირს. 

არსებული ინფორმაციით ხელისუფლებამ დაახლოებით 2 მილიონი დოლარი გადაიხადა არაავტორიზებულ მედიკამენტში, რომელიც სულ მცირე 2 კვირა საწყობში უნდა შეინახონ და არავინ იცის დაიწყება თუ არა ამ პრეპარატით ვაქცინაცია. 

ხელისუფლების განამრტებით, წინასწარი დაიჭირეს თადარიგი, რადგან საერთშორისო აღიარების შემდეგ მისი ყიდვა გაძნელდებოდა. 

ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ აქ კონკრეტულ პირთა ფინანსური ინტერესები და შესაძლო კორუფცია იკვეთებოდეს.

როდის მიიღებს საერთშორისო აღიარებას, ან როდის დაიწყება "სინოფარმით" აცრა არავინ იცის.
ამ დროისათვის საქართველოში აცრა დაახლოებით 11 ათას ადამიანს აქვს გაკეთებული რაც სპეციალსიტებით შეფასებით საკმაოდ დაბალი მაჩვენელია და დღეში სულ მცირე 12 ათასი უნდა იყოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი