"ჩემზე პოლიციამ იძალადა" - ქუთაისის მერიაში დაკავებულმა ჟურნალისტმა საავადმყოფო დატოვა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერიის შენობაში პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დაკავებულმა ჟურნალისტმა საავადმყოფო დატოვა. ბუბა ჩივაძეს კლინიკაში პირველადი დახმარება ჩაუტარდა. ის პოლიციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ ქუთაისის მერის ნათესავებისა და მეგობრების ბიზნესინტერესების თემაზე მუშაობდა და ამიტომ მერიაში არასასურველი სტუმარი იყო. 

"აღმენიშნება ხელზე ძალადობის ყველანაირი წინაპირობა, როგორ ძალადობდნენ პარტულ-ისნეპექტორები ლანჩავას მითითებით", - ამბობს ჩივაძე. 

ცნობისთვის, დღეს ქუთაისის მერიის შენობაში "ქუთაისი თუდეის" რედაქტორმა მერის კაბინეტთან შიმშილობა გამოაცხადა, რა დროსაც საპატრულო პოლიციამ ის შენობიდან იძულებით გაიყვანა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტს ბორკილები დაადო და საპატრულო პოლიციაში გადაიყვანა, სადაც სასწრაფო გამოიძახეს და ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბუბა ჩივაძემ მერთან შესვლას ითხოვდა, თუმცა, მისი თქმით, მერიის დაცვამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

ჟურნალისტს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის 173-ე მუხლი წარუდგინეს, რაც პოლიციელის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ჟურნალისტი ქუთაისის მერიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და სავარაუდოდ დააკავეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი