"თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა" - იუსტიციის საბჭო აშშ-ში წასულ მოსამართლეზე

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულ შტატებში შვებულებაში წასულ და იქ დარჩენილ მოსამართლესთან დაკავშირებით, იუსტიციის საბჭო განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მოსამართლე მაია სვიანაძე, მოსამართლის თანამდებობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე 2021 წლის 5 აპრილს გათავისუფლდა. 

მოსამართლემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილით 2021 წლის 26 მარტს მომართა. 2021 წლის 5 აპრილს გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა განკარგულებას მხარი დაუჭირეს და მაია სვიანაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. მაია სვიანაძე უფლებამოსილების შეწყვეტამდე შვებულებაში იმყოფებოდა. ის ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილი წლებია შტატების მოქალაქეა და ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. მაია სვიანაძის გადაწყვეტილების შესახებ, მოსამართლის თანამდებობის დატოვების თაობაზე, წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის. მაია სვიანაძე მოსამართლის უფლებამოსილებას 2009 წლიდან ახორციელებდა. 2017 წლიდან თანამდებობაზე განწესებული იყო უვადოდ, - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში. 

ამავე თემაზე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი