ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 196 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 897 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 463 შემთხვევა, აჭარა - 83, იმერეთი - 88, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 32, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 96, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 132 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 106 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,8 მილიონზე მეტი.