წერტილოვანი შეზღუდვები ოპოზიციისთვის ხელის შეშლას ემსახურება - ჩალაძე

გამოქვეყნდა:

ექსპერტების შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ქვეყანაში კორონავირუსის გამო შეზღუდვებს კიდევ უფრო გაამკაცრებს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ჩალაძის აზრით, წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება ოპოზიციისთვის ხელის შეშლას ემსახურება.

"ქვეყანა შემდეგ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს და მიზანმიმართულად მიჰყავთ ქვეყანა გაკოტრებისკენ. საქართველოში პანდემიის პირველი დღიდან ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

რომ ყოფილიყო ვირუსის საკონტროლებლად, მაშინ უნდა მიეღოთ კომპლექსური გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ვირუსის შეკავებას. რა თქმა უნდა, ეს წერტილოვანი შეზღუდვები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკის გატარებას და ოპოზიციისთვის ხელის შეშლას", - ამბობს ჩალაძე.

სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება პანდემიას ვერ მართავს და შეზღუდვებს ამიტომ აწესებს. მათივე თქმით, ვირუსის გავრცელების შესამცირებლად არსებული რეგულაციების დაცვაა.

დღეს, 6 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა, 196 კი გამოჯანმრთელდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვირუსი დაუდასტურდა პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი