შესაძლოა, სახელმწიფოს არ აწყობს, რომ ზუსტი პასუხი დადგეს - მეგი ბაქრაძის ბიძა

გამოქვეყნდა:

ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახისა და ადვოკატების განცხადებით, საქმის გამოძიება მიზანმიმართულად ჭიანურდება, მეგი ბაქრაძის ბიძა, ტარიელ ჭანტურია, არ გამორიცხავს, რომ პროცესში სახელმწიფოს ინტერესები იკვეთებოდეს.

"ვერ ვხვდებით რატომ წელავენ, ალბათ ვიღაცას აწყობს, რომ ასე გაიწელოს [გამოძიება]. შეიძლება ვიღაცა მფარველობს კლინიკას, ან სახელმწიფოს არ აწყობს, რომ ეს ყველაფერი გამოიძიოს და ზუსტი პასუხი დადგეს", - ამბობს მეგი ბაქრაძის ბიძა, ტარიელ ბაქრაძე.

ადვოკატების თქმით, საქმის მასალები არასრულად აქვთ გადაცემული, დოკუმენტაციას აკლია სამხარაულის ექსპერტიზისა და რეგულირების სააგენტოს დასკვნები. უფლებადამცველები საგამოძიებო უწყებისგან მოითხოვონ დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია.

"ჯერჯერობით, ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი არის, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა და რეგულირების სააგენტოს დასკვნა არ აქვს არც გამოძიებას არც ჩვენ. ამ წუთისთვის ყველაზე მეტად ეს ორი დასკვნა ჭიანურდება. რეგულირების სააგენტოს დასკვნაზე ორჯერ გააკეთა ქალბატონმა ეკატერინე ტიკარაძემ განცხადება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს დასკვნა მზადაა და უბრალოდ ელოდებიან, სამხარაულის დასკვნას, რომ შემდეგ ერთად გამოაქვეყნონ", - თქვა, ადვოკატმა ვახტანგ ბარამიშვილმა.

მეგი ბაქრაძის ოჯახის უფლებადამცველები, დღეს მედიასთან საქმის ახალ გარემოებებს გაასაჯაროებენ, წინასწარი ინფორმაციით, მათ განცხადება, მედდისთვის ვაქცინაციამდე გაკეთებულ ანალიზებს შეეხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი