რას გეგმავს მთავრობა 100 ცნობილი სახის ვაქცინაციის კამპანიაზე - გაბუნიას განმარტება

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, განმარტავს, თუ როდის დაიწყება "100 ცნობილი სახის" ვაქცინაციის კამპანია. მისი თქმით, კამპანიის ფარგლებში ის ცნობილი ადამიანები აიცრებიან, რომლებსაც ასაკობრივი ჯგუფებიდან გამომდინარე ისედაც ეკუთვნოდათ ვაქცინა.

"რაც შეეხება "100 ცნობილი სახის" კამპანიას, როდესაც ეს კამპანია დაანონსდა მალევე ქვეყანაში შემოვიდა Pfizer, ამ ვაქცინაზე აქტივობა არის ძალიან მაღალი. ამ შემთხვევაში 100 ცნობილი ადამიანის ვაქცინაციაში ჩართვა, რომელსაც მათი რისკებიდან გამომდინარე Pfizer-ის ვაქცინაზე წვდომა არ ექნებოდა, გამოიწვევდა გარკვეული უსამართლობისა და უთანასწორობის შეგრძნებას, ამდენად Pfizer-თან მიმართებაში, აუცილებლობაც არ არსებობდა. რაც შეეხება AstraZeneca-ს ვაქცინას, უფრო უპრიანი იქნება, ის ადამიანები ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ვისაც ისედაც ეკუთვნის ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში კამპანიაში ჩავრთეთ ის ცნობილი ადამიანები, ვისაც ეკუთვნოდა ვაქცინა. ამდენად დამატებით 100 ცნობილი ადამიანის აცრის აუცილებლობა აღარ დადგა", - ამბობს თამარ გაბუნია.

ცნობისთვის, ქვეყანაში ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, 100 ცნობილი ადამიანის საჯაროდ აცრა იგეგმებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი