ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, როდის შემოვა ქვეყანაში AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინის დამატებითი დოზები
"აპრილის ბოლოს უნდა მივიღოთ დამატებით AstraZeneca-ს დოზები, Pfizer-ის დოზების დამატებითი რაოდენობა, მცირე რაოდენობა covax-დან უნდა მივიღოთ ივნისის თვეში. Pfizer-თან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგებს ცოტა ხანში შეგატყობინებთ", - ამბობს გაბუნია.
მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური სურათის გაუარესების შემთხვევაში იმსჯელებს იმაზე უნდა დაველოდებით თუ არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას Sinopharm-ით ვაქცინაციის დაწყებისას თუ ავტორიზაციის გარეშე დაიწყოს ვაქცინაცია.
რაც შეეხება კიდევ ერთ ჩინურ ვაქცინას "სინოვაკს" გაბუნიას განცხადებით, მას ჯერ არცერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია არ აქვს, ამიტომ სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე ჯერ მისით ვაქცინაცია ქვეყანაში ვერ დაიწყება.