განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ, ეპიდსიტუაცია უარესდება - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

პირველი განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ, რამეთუ ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორის მიხედვით უარესდება... ინფექციის ცირკულაცია უფრო ინტენსიურია ქვეყანაში. განჩდა ე.წ. კლასტერული გავრცელება, დღეისთვის 10 მოზრდილი კლასტერი გვაქვს, სამეგრელოში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლში და სხვ. რაც წინა ეტაპია საყოველთაო გავრცელების. ამიტომ ამაზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ბევრ ქვეყანაში მესამე ტალღა დაწყებულია და ჩვენც ვდგავართ მესამე ტალღის წინაშე... ამიტომაც, დიდი თხოვნაა, რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი, ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში, პირველ რიგში ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც დღეს არის დაწესებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და მოიმატა ინტენსივობამ ინფექციის გავრცელების, რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენოთ საკითხი, უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი