დღევანდელი, 7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 840 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ დღეს საქართველოში COVID-19-ის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 327 პაციენტი.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 133 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 107 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,8 მილიონზე მეტი.