დაკრძალვამდე 72 საათი გვაქვს - ვირუსით გარდაცვლილი ქალი სახლში გადაასვენეს

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით გარდაცვლილ მეცხრე პაციენტს ხვალ დაკრძალავენ. დაკრძალვა ყველა იმ წესის დაცვით მოხდება, რასაც ინფექციით გარდაცვლილთა დაკრძალვის პროტოკოლი ითვალისწინებს. 58 წლის ქალი სახლში გვიან ღამით გადაასვენეს. კოვიდ19-ით გარდაცვლილი, რამდენიმე კვირის წინ ინფიცირებული სპორტსმენის დედაა. შუახნის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

პაციენტს არაერთი თანმდევი ქრონიკული დაავადება ჰქონდა. ბოლო დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა და ექიმებმა ქალბატონის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

შეიძლებოდა გადმოსვენება, თორემ ვინ გამოუშვებდა აქეთ. ისე იყო შეფუთული, რომ არანაირი საშიშროება არ არის. ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, ახალგაზრდა, ძალღონით სავსე ქალი იყო. 72 საათი გვაქვს დრო, - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი. 

ე.წ. სპორტსმენის კლასტერში მისი ოჯახის ყველა წევრი შედიოდა. რამდენიმე დღეში დატოვებს კლინიკას გარდაცვლილის მეუღლე, რომელსაც კორონავირუსზე უკვე რამდენიმე კვირაა მკურნალობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი