პირბადეების გამოყენება ჩამოვიდა 40%-ზე, სოციალურ დისტანცირებას აღარ ვიცავთ და ხალხმრავალი შეკრებები გამრავლდა, განსაკუთრებით რეგიონებში. თბილისი შედარებით იცავს, მაგრამ რეგიონებში არის მოშვებული. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი, რომ ვუთხრათ ხალხს, კიდევ მოითმინონ ერთი-ორი თვე, სადაც ნოემბერ-დეკემბრის პიკს გავუძელით, რამაც მოსახლეობის 68% NDI-ის და 60%-IRI-ის გამოკითხვით ათქმევინა, რომ ხელისუფლება კარგად მართავს პანდემიას. ეს ადვილი სათქმელი არ იყო, იმ მოსახლეობისგან, რომელიც უამრავ შეჭირვებულ მდგომარეობას განიცდის, სადაც ბიზნესი ღია ჯერ კიდევ არ არის, სადაც მთელი რიგი შეზღუდვები არსებობს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი