პირველ 10 დღეში ვაქცინაცია ჩავარდა, გაჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი - ცერცვაძე

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი ჩავარდნით დაიწყო, თუმცა ახლა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი აქვთ.

"ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, იყო ძალიან ცუდი სიტუაცია, ჩავარდნა პირდაპირ ესე ვთქვათ, ვაქცინაციის თვალსაზრისით. პირველ 10 დღეში სულ 1000 კაცი აიცრა, რაც მიზერია, არაფერია, ჩვენ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა გვაქვს სამიზნე წლის ბოლოსთვის. [...] ყველას გვაქვს რწმენა, რომ 1%-იან (28 000) ზღვარს თუ გადავლახავთ ეს ნიშნავდეს იქნება, რომ მოსახლეობამ სკეპტიციზმი დაძლია და დაიძრა მასობრივი ვაქცინაციისთვის", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ. 

მისივე ინფორმაციით, დაახლოებით 13 000 ადამიანია აცრილი, რაც ბევრად უკეთესი შედეგია ვიდრე პირველი 10 დღის მონაცემები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი