შეიქმნება პორტალი, სადაც ვაქცინის მსურველი ყველა მოქალაქე შეძლებს წინასწარ რეგისტრაციას

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეიქმნება პორტალი სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების ნებისმიერი მსურველი შეძლებს დარეგისტრირდეს. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რა ვაქცინები შემოვა მომავალში ქვეყანაში.

"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და ასევე, მათ არჩევანს მეტად უფრო გააფართოვებს, ეს არის ვებ-პორტალი, რომელიც გამოქვეყნდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, ასევე, დაავადებათა კონტროლის ვებგევრდზე, სადაც ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და ასევე, მათ საშუალება ექნებათ აირჩიონ ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი და რომელიც ფართოდ არის დღესდღეობით მსოფლისო მასშტაბით ხელმისაწვდომი", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ასევე, მინისტრის თქმით, ვაქცინაციის პროცესში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებიც ჩაერთვებიან. ტიკარაძის განცხადებით,  შედგება ქორნიკული დაავადებების მქონე პირთა სიები ,არსებული ბაზებიდან და ეს სიები განთავსდება NCDC პორტალზე, შესაბამისად, ეს ადამიანები შეძლებენ დარეგისტრირებას ვაქცინის მისაღებად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი