კახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს - პასუხს 85 პირი ელის

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით ინფიცირებული ექთნის კონტაქტები, შესაძლოა, გაიზარდოს. ინფიცირებულ მედიკოსთან კონტაქტში მყოფი პირების ნაწილი სოფელ ნუკრიანში ცხოვრობს.

პაციენტი სოფელში თბილისიდან 27 აპრილს, მეუღლესთან ჩავიდა. აქედან რამდენიმე დღეში ექთანს კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგებმა მედიკოსის კონტაქტები შეისწავლეს. ქალის მეუღლე და სამი მეზობელი თვითიზოლაციაშია. მათი ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

27 აპრილს იმყოფებოდა სოფელ ნუკრიანში, მეზობლების განმარტებით 1-2 საათით გაჩერდა. უკან დაბრუნდა ისევ. მეუღლე ცხოვრობს მარტო, შესაბამისად მეუღლესთან მყოფი რამდენიმე პირი მეზობელი გადაყვანილია თვითიზოლაციაში, - აცხადებს სიღნაღის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი თენგო მოსულიშვილი.

ლუგარის ლაბორატორიიდან დღესვე ელოდებიან ყვარელში ინფიცირებულ ექიმთან შეხებაში მყოფი 85 პირის ანალიზის პასუხსაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი