ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად არ მიმართა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ოზურგეთიდან, ბათუმის საავადმყოფოში 3 დღის წინ შეიყვანეს.