შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაბა წყნეთში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული დ.ფ დააკავეს.

გამოძიების თანახმად, დაკავებულმა, 6 აპრილს დაბა წყნეთში ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას 1961 წელს დაბადებულ გ.ფ-ს, ცემისას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, სისხლის ლაქები გაწმინდა და სისხლიანი საოჯახო ნივთები გადამალა.

დაზიანებები შედეგად, დაშავებული კაცი საცხოვრელბელ სახლში, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი