ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში - საავტომობილო გზაზე მოძრავი ქვეითის გამო, მიკროავტობუსმა დაამუხრუჭა, რის შედეგადაც 3 ავტომობილი დაზიანდა.
დაზიანებულებს შორის სამხედრო პოლიციის ავტომობილია, რომელშიც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ისხდნენ. ასევე, დაზიანებულია სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები ქუთაისიდან თბილისში მიჰყავდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.