
თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს, 8 აპრილს, მკვლელობაში ბრალდებული მაღალჩინოსანი პოლიციელის წინა სასამართლო სხდომა გაიმართება
თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, ვანო ზანდარაშვილს, რომელსაც ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურა საჩიშვილის მკვლელობას ედავებიან, ბრალი დაუმძიმდა. მას შემდეგ, რაც შესაბამისი ექსპერტიზების პასუხები გახდა ცნობილი, პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მუხლი გადააკვალიფიცირა და ბრალდებულს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში ედავებიან.
დღევანდელ სხდომაზე, მოსამართლე ზანდარაშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, პოლიციელმა ვანო ზანდარაშვილმა, საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სოფელ იყალთოში ცეცხლსასროლი იარაღიდან, რამდენიმე გასროლით, გასული წლის დეკემბერში მოკლა. დაიჭრა მერიის მაღალჩინოსანიც.
ავტორი: ია გულიაშვილი.