"ბატონო პროკურორებო, თუ ერთი უჯრედი მაინც ან ჭკუის, ან ნამუსის დაგრჩათ, მითხარით, გამოიყენება, თუ არა საპატიმრო გირაო ასეთ შემთხვევაში, პასუხი არის კანონით - არა. როგორ უნდა მოიქცეთ, ისე კი არა, რომ ჩაატაროთ ბრიფინგი, გადაიხადოს და გამოვა. სიმართლე არის ესე - უნდა მოხვიდეთ, დააყენოთ გირაოზე, თუ დააკმაყოფილა მოსამართლემ გამოვა და მერე იმ ვადაში იხდის გირაოს, არის ასე თუ არ არის?! - ასეა და თქვენც ეს კარგად იცით, მაგრამ გამოდიხართ, უსირცხვილო მონებივით, ყვებით სისულელეს და ორი გრამი ნამუსიც არ გაქვთ, რომ თვალი დაახამხამოთ, ვიტყუები, მაგრამ მრცხვენია, იმიტომ რომ არც გრცხვენიათ"
თქვა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოსთან, სადაც რამდენიმე წუთში ნიკა მელიას პროცესი დაიწყება.