ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მე-2 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. ბაღის დროებითი დაკეტვის მიზეზი, ერთ-ერთი ჯგუფის აღმზრდელისა და ძიძის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.
ყვარლის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, ნონა დავითაშვილის განმარტებით, დღეისათვის ბაღი სრულად დაკეტილია. მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მიიღეს და სააღმზრდელო დაწესებულებაში დეზინფექცია ჩაატარეს. იმ ჯგუფს კი, სადაც კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, დიდი ხნით მოუწევს სახლში ყოფნა.
1 მარტს, სააღმზრდელო პროცესის დაწყებისათვის საბავშვო ბაღების თანამშრომლების დიდ ნაწილს კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება გავლილი არ ჰქონდათ. რასაც ბაგა-ბაღების გაერთიანების იმჟამინდელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა.
ავტორი: ია გულიაშვილი.