ახალციხის კლინიკა "იმედის" დირექტორი, გიორგი ბარამიძემ ამბობს, რომ ექიმები, რომლებსაც პროკურატურამ მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალი ცრუ ჩვენებისთვის წარუდგინა, შესაძლოა ჩვენების მიცემის დროს სტრესულ სიტუაციაში იყვნენ და მეორე გამოკითხვის დროს დეტალები დააზუსტეს.
ბარამიძის თქმით, მეგი ბაქრაძეს სამედიცინო დახმარება დროულად გაეწია და რეაგირება დაგვიანებული არ ყოფილა.
"ეს ხალხი, ვინც იქ იყო დღესაც სტრესულ სიტუაციაში არიან და იმ დროსაც სტრესულ სიტუაციაში იყვნენ. შეიძლება რაღაც პირველად თქვეს და შემდეგ დააზუსტეს. არ ჰქონდა არანაირ დაგვიანებას ადგილი და მე არ მაქვს ეს ინფორმაცია, რომ იქ არავინ იმყოფებოდა და მას დახმარება არ გაეწია.
პაციენტს უტარდებოდა სამედიცონო დახმარება როგორ გაუკეთა, მან გაუკეთა სხვამ გაუკეთა, ყველაფერი ობიექტურად დადგინდება და პასუხები გვეცოდინება",- თქვა გიორგი ბარამიძემ.
მეგი ბაქრაძის საქმეზე, გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, პროკურატურამ სამ პირს, ახალციხის კლინიკის ექიმებს ბრალდება წარუდგინა.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი.