"რას წამლავ შენ ხალხს, რას უშვებ შენ ხალხში ათას ოხრობას და უბედურებას, მის სისხლში. ექიმები ხართ და იმის მაგივრად ხალხს იცავდეთ გამოდიხარ და ეშმაკისკენ დევნი ხალხს და წამლავ ხალხს. რამდენი ხალხი დაიღუპა, რამდენი?! თან ეუბნები, ჩუმად ხმა არ გაიღოო, არ გავიგონო ხმა, არ თქვათო. სატანის მოციქული არ ხარ ამის შემდეგ?! აბა რა ხარ შვილო.
მაგრამ ვერ მოერევი შენ საქართველოს, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია, დაგანგრევს დედაღვთისმშობელი, შენ თვითონ ნახავ ამას.
ახლა შარშანდელ დასაკრავს უკრავენ, არ წახვიდეთ ეკლესიაში, ესე იქნება, სატანისტები, ეშმაკის მოციქულები.
შარშან პატრიარქმა, 87 წლის ადამიანმა, ღამის თევის წირვა წირა და მთლიანად ჩაცხრა ეს კოვიდი. მერე სულ იძახდნენ, არ წახვიდეთ ეკლესიაში, კუბოები იქნებაო, ეს ეშმაკის შვილები".
თქვა სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსმა, სპირიდონმა 7 აპრილის ქადაგებისას.