საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ მღვდელმთავრების სხდომა დაიწყო, პარალელურად კი შენობასთან პატრიარქ, ილია მეორეს მხარდამჭერების აქცია იმართება. მათ თან ჰქონდათ ბანერები წარწერით "მე მიყვარს ჩემი პატრიარქი", "უწმინდესო გვიყვარხარ"...
სდომაზე განხილვის მთავარი თემა ჭყონდიდის ეპარქია და იქ მიმდინარე მოვლენებია. სინოდის წევრები მეუფე პეტრეს და ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირების ქმედებებს განიხილავენ. საპატრიარქოში ჭყონდიდიან ჩამოვიდა მამა გრიგოლიც, რომელიც "ამბოხებულმა სასულეირო" პირებმა ერთ-ერთ ტაძარში ღვთისმსახურებისთვის არ შეუშვეს.
"შფოთი რომ არ ყოფილიყო, ცოტა თვითონაც რომ დაწყნარებულიყვნენ, მეგობრულად მივდეით, სწორ გზაზე რომ დამდგარიყვნენ, ურჩობა რომ არ გამოეჩინათ ბოლომდე, სხვა ჩვენ რამე, არც საპატრიარქოს, არავის სხვა განზრახვა არ ჰქონია, რომ დავსაჯოთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ", - თქვა მამა გრიგოლმა.
აქციაზე მყოფმა მეუფე მიქაელმა განაცხადა, რომ წლებია ითმენენ იმას რაც ეკლესიის წინააღმდეგ ხდება. ამავე თემაზე: