
საზარელი მკვლელობა სოფელ კიკეთში - ოჯახური კონფლიქტის გამო, შვილმა მამა ცემით მოკლა. მეზობლები და ახლობლები მკვლელობის დეტალებზე "მთავრთან" საუბრობენ, მათი თქმით, კონფლიქტის დროს მამა-შვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ასევე ამბობენ, რომ მამა ხშირად სვამდა და ეს გახდა დაპირისპირების მიზეზიც.
ოჯახის ახლობელის თქმით, მამა-შვილს კონფლიქტი ადრე არ მოსვლიათ. მისივე თქმი, ბრალდებულს დანაშაულის დამალვა არ უცდია.
"ოთახი დალუქულია, სადაც ეს დანაშაული მოხდა. კონფლიქტი არ შემიმჩნევია არასდროს. ჩემს ძმას, არაფერი არ დაუმალავს, მას რომ დანაშაული დაემალა, ახლა დაკავებული არ იქნებოდა. არ ვიცი პოლიციას ვინ შეატყობინა. მე მომხდარის შესახებ გუშინ დილით გავიგე, ჩემმა ძმამ შემატყობინა. დანაშაულის იარაღი არ ფიგურირებს. ნაცემია თუ არა არ ვიცი", - ამბობს ბრალდებულის ძმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნინო გიგაური.