
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა "შეცვალეს" ლიდერი ნიკოლოზ ფარულავა გაამართლა.
აქტივისტი ქართული ოცნების ოფისთან, 2 აპრილს დააკავეს.
საგამოძიებო უწყება მას 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ფარულავამ სასამართლო პროცესზე ვიდეო-მასალა წარადგინა, რომელშიც ჩანდა, რომ მას სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამ მტკიცებულების საფუძველზე მოსამართლემ შეცვალეს ლიდერი უდანაშაულოდ ცნო.