დღევანდელი, 9 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 858 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ დღეს საქართველოში COVID-19-ის 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 342 ადამიანი.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 134 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 108 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,9 მილიონზე მეტი.