ტელეკომპანია "ფორმულას" მძღოლი, რომელსაც უცნობმა პირებმა კომენდანტის საათის დროს მანქანა დაუმტვრიეს მომხდარის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, შემთხვევის დროს პილიცია გამოიძახა, გამომძიებლებმა ის დილით გამოკითხეს.
"გამოძახებული მყავდა პოლიცია, როგორც კი ეს ფაქტი ვნახე გამოვიძახე პოლიცია, როგორც ვიცი მისულები არიან, კითხავენ მეზობლებს, კამერები ამოიღეს თუ არა ესეც არ ვიცი ჯერ, დღეს საღამოს ველოდები, რომ გამომძიებელი დამიკავშირდება.
ღამის 3 საათი იყო, იმ წუთას ხმა გავიგე, სახლში ვიყავი, ძილ-ბურანში ამ ხმაურზე და ძაღლის ყეფაზე გამოვედი, როცა გადმოვიხედე დავინახე, რომ დამტვრეული იყო წინა საქარე მინა, როცა ჩამოვედი ვნახე, რომ გარშემო სულ დამტვრეული იყო შუშები", - თქვა "ფორუმულას" თანამშრომელმა.
მომხდართან დაკავშირებით, ჯერ არცერთი დამნაშავე იდენტიფიცირებული არაა, იკითხება "ფორმულას" მეორე დაზარალებული თანამშრომელიც.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 აპრილს ცნობილი გახდა, რომ "ფორმულას" თანამშრომლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს. ამავე თემაზე: