დამსაქმებელი კომპანიები არასწორი ინფორმაციის გაცემისთვის დაჯარიმდებიან

გამოქვეყნდა:

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში და სუბსიდირება - ფინანსთა მინისტრის განცხადებით, იმ პირების სიის მიწოდება, რომელთაც სამსახური დაკარგეს, დამსაქმებელ კომპანიებს დაევალათ. 

ვანო მაჭავარიანის განცხადებით, თუ კომპანიები უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლების შესახებ სწორ და დროულ ინფორმაციას არ გასცემენ, დაჯარიმდებიან. საუბარია 1200 ლარიან დახმარებაზე, რომელიც პანდემიის პირობებში უმუშევრად დარჩენილმა პირმა სახელმწიფოსგან ექვს თვეში უნდა მიიღოს. 

ჩვენ, ერთი მხრივ, საშემოსავლო გადასახადზე გვექნება შეღავათი კომპანიებისთვის და მეორე მხრივ, 6 თვის განმავლობაში გვექნება ჯამში 1200 ლარის დახმარება იმ ადამიანებისთვის, ვინ ოფიციალურად დასაქმებულები იყვნენ, ვინც ახლა ხელფასს ვერ იღებს. ორივე შემთხვევაში „საგადასახადო კოდექსში“ ვამატებთ ნორმას, რომლის მიხედვითაც სწორი ინფორმაციის წარდგენაზე ვალდებულება ეკისრება კომპანიებს და თუ ისინი არასწორად მოგვაწვდიან ინფორმაციას, ამ შემთხვევაში შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან, - ამბობს მაჭავარიანი

გარდა ამისა, დღეს განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც. ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა 58 წლის კოვიდინფიცირებული ქალბატონის გარდაცვალების ფაქტს და განაცხადა, რომ ექიმებს მეტი ყურადღება მართებთ, რადგან ინფიცირებულთა გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავებულია.  

გუშინ გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც იყო 58 წლის. ეს ფაქტი არის აღსანიშნავი  და ჩვენი ექიმები გაცილებით მეტი ყურადღებით იქნებიან სხვა პაციენტებთან მიმართებით, ვინაიდან უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი