თავდასხმა "ფორმულას" თანამშრომლებზე - არასამთავრობოების მიმართვა ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - ჩვენი ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობაა - ნათქვამია განცხადებაში სადაც მესამე სექტორის წარმომადგენლები შსს-ს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით.

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გააკეთონ ღია განცხადებები მედიის მხარდაჭერისათვის და გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად. დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

 ფორმულას ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.  განცხადება გაავრცელა აშშ-ს საელჩომაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი