თავდასხმა "ფორმულას" თანამშრომლებზე - შსს განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლის ავტომობილის დაზიანებისა და მეორე თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

უწყების ცნობით, ავტომობილის დაზიანების თაობაზე საგამოძიებო მოქმედებები, ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყეს. გამოკითხულია დაზარალებულიც. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. 

რაც შეეხება ტელეკომპანიის მეორე თანამშრომლის ცემის ფაქტს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ შეტყობინება არ შესულა და სამართლებრივ რეაგირებას ინფორმაციის მიღებისთანავე მოახდენენ.

ამავე თემაზე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი