
სროლა დიდ დიღომში - კომენდანტის საათის დროს, უცნობმა პირმა სარეკლამო კომპანია "ედვაის ჯგუფის" შენობას რამდენჯერმე ესროლა. დაზიანებულია შენობის ფასადი, დამსხვრეულია მინები.
როგორც კომპანიის დირექტორი, "მთავართან" საუბრისას ამბობს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა დაკავებული არავინაა. დირექტორი გამორიცხავს მიზანმიმართულ სროლას. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებას გადასცეს გარე პერიმეტრის კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, ქვეითად მოსიარულე ერთი პირი, რომელიც შენობის მიმართულებით ისვრის.
არსებული ინფორმაციით, გარდა სარეკლამო სააგენტოს შტაბის შენობისა, უცნობმა პირმა კიდევ რამდენიმე მიმართულებით ისროლა.
გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.