უახლოეს მომავალში ქვეყანა ვაქცინების ახალ დოზებს მიიღებს - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელდა.
პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით - ნათქვამია ინფორმაციაში.
ხელისუფლებამ 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოაცხადა, დამსაქმებლებს კი თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართა.