საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება.
საბჭოზე დღეს ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს. კერძოდ, 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოაცხადეს და დამსაქმებლებს, თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაციით მიმართეს.
ხელისუფლება ეპიდვითარების გაუარესებაზე საუბრობს და მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავშეკავებისა და პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს.
კომენდანტის საათი კი ქვეყანაში უკვე თითქმის ნახევარი წელია მოქმედებს