გაიზარდა ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერი

გამოქვეყნდა:

დღეს, 4 მაისს ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერი გაიზარდა. კორონავირუსი დაუდასტურდა პაციენტს, რომელიც მარნეულში ჯეოჰოსპიტალის კლინიკაში მკურნალობდა. ინფიცირებული ქალბატონი ექიმის კლასტერს მიეკუთვნება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

გაიგზავნა რვა პაციენტის ნიმუში და იყო ერთი დადებითი, ეს იყო თეთრიწყაროს კლასტერიდან 70 წლის ქალბატონი და გადავიყვანეთ თბილისში. გატესტილები ვართ თანამშრომლებიც და ამ ეტაპზე არავის არაფერი გვჭირს. სასწრაფოს ხალხი კი ჩვენთან არავინ მოსულა, - ამბობს მარნეულის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ტატა შენგელაია. 

მარნეულში ანალიზი კიდევ ცხრა პირს აუღეს და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ავტორი: ჯეიჰუნ მუჰამედ ალი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი