9 წლის ბავშვმა დაზიანებები სავარაუდო მოძალადისგან გაქცევის დროს მიიღო - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

იაშვილის კლინიკაში ამ დრომდე მუშაობენ შსს-ს წარმომადგენლები და სოცმუშაკები. 9 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ექიმის ინფორმაციით, არასრულწლოვანი კლინიკაში სხვადასხვა სახის დაჟეჟილობებით გუშინ შეიყვანეს. მას ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა. ექიმის ვარაუდით, ბავშვს დაზიანებები სავარაუდოდ სიმაღლიდან ვარდნის შედეგად აქვს მიღებული.

რაც შეეხება სავარაუდო მოძალადეს. "მთავარის" ინფორმაციით, უკვე იდენტიფიცირებულია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი, თუმცა სამართალდამცველებს ის არ დაუკავებიათ.

არსებული ინფორმაციით, 9 წლის მოზარდმა ტრავმები მოძალადისგან გაქცევის დროს მიიღო.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის შესახებ დღეს, ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი