აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, NCDC-ის თავის რეკომენდაციები აქვს- გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულის "უმტკივნეულოდ გამართვასთან" დაკავშირებით, პოზიციები საპატრიარქოსთან შეჯერდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ თემაზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს. როგორც გამყრელიძე ამბობს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს უკვე თავის რეკომენდაციებიც აქვს და იმედოვნებს, რომ შეთანხმება იქნება

„დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, რათა, როგორც შარშან, ჩვენ საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რომ აღდგომამ, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ამ ყველაზე დიდმა დღესასწაულმა ჩაიაროს ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება და მოსახლეობას სჭირდება" ამბობს გამყრელიძე.

საკოორდინაციო საბჭომ დღეს ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. უქმე დღეებად გამოცხადდა 4-11 მაისი, ძალაში რჩება კომენდანტის საათი და დამსაქმებლებს მთავრობა თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის რეკომენდაციას აძლევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი