ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, პაციენტების რაოდენობა იმატებს - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ეპიდვითარება უარესდება და ნელ-ნელა იმატებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობაც.

როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, კლინიკებში ამ დროისთვის 2129 პაციენტია, 357 - ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 68 - რეანიმაციაში, ხოლო თავისუფალია 2357 საწოლი.

მისივე ინფორმაციით, დაემატა ონლაინ კლინიკები, რადგან ბოლო პერიოდში იმატა ზარების რაოდენობამ. გაბუნიას თქმით, აცრის კუთხით, სამედიცინო პერსონალის აქტივობა გაზრდილია.

ამავე თემაზე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი