სროლა ორთაჭალაში - პოლიციასთან დაპირისპირება, სავარაუდოდ, მსხვერპლით დასრულდა

გამოქვეყნდა:

შეიარაღებული დაპირისპირება იყო ორთაჭალის ხიდთან - პოლიცია ერთ-ერთი ავტომანქანის გაჩერებას შეეცადა, რომელშიც ოთხი პირი იჯდა. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მძღოლი მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის გამოც პოლიციამ ჰაერში გაისროლა, რასაც მანქანიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. როგორც თვითმხილველი ამბობს, ცეცხლის გახსნას მსხვერპლით დასრულდა.  

​ერთი მგონი მოკლეს, ახალგაზრდა ბიჭი. ოთხნი იყვნენ, როგორც მე დავინახე, მგონი ერთი ახალგაზრდა პოლიციამ მოკლა, გადმოვარდა იქიდან. სროლას არ დაიწყებდა პოლიცია, თვითონ რომ არ დაეწყო მგონი... გადმოვარდა ბიჭი, მოკვდა მგონი, - ამბობს თვითმხილველი

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ შეირაღებული დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი