ბათუმში ქალი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

ბათუმში ქალი ცივი იარაღით დაჭრეს - მას ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული და ამ დროისათვის,  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ვინ და რა მოტივით მიაყენა შუახნის ქალს დაზიანება, უცნობია. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაჭრილი ქალის სახლში ამ წუთებში, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი